ახალი ამბები
პირველი თებერვლიდან, დამსაქმებლისთვის დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულო იქნება
FaceBook
2021 წლის 1 თებერვლიდან, დამსაქმებელმა მის მიერ დაქირავებული პირის/პირების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს.

დამქირავებელი ვალდებული ხდება შეავსოს ე.წ. დაქირავებულ პირთა რეესტრი. სპეციალური პროგრამის საშუალებით, პირადი ავტორიზებული გვერდიდან, დამსაქმებელი უთითებს დასაქმებულის პირად ნომერს, სახელს და გვარს, სქესს, მოქალაქეობას, დაბადების თარიღს, ტელეფონის ნომერს, სამუშაო განაკვეთსა და სტატუსს. სტატუსში იგულისხმება როგორც დასაქმებულის მუშაობის პერიოდი, ასევე, ხელშეკრულების შეჩერება და  შეწყვეტა. სტატუსის ნებისმიერი ცვლილება დამქირავებელმა სისტემაში უნდა ასახოს. 2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი  ვალდებულია

რეესტრში   ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.

დაქირავებული  პირის/პირების შესახებ ინფორმაციის არასწორად მითითება  იწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება მიზნად ისახავს დაქირავებულ პირთა შესახებ, სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას.


ვიდეო ინსტრუქცია „დაქირავებულ პირთა რეესტრი“.
Print