ახალი ამბები
მთავრობის წარმომადგენლები ქუთაისში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს გაეცნენ
FaceBook
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლების განმარტებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა  7 წლიან სამოქმედო სტრატეგიას  ითვალისწინებს.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებმა, დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მოისმინეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე იმერეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, იმერეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ადგილობრივი დემოკრატიის" სააგენტოს წარმომადგენლის თამუნა ებრალიძის განმარტებით, სოფლებში პრობლემურია  ხის მოჭრასთან დაკავშირებით არსებული საკითხები.
"ადამიანებს, რომლებსაც აძლევენ ვაუჩერებს ხის მოჭრაზე მიუვალ ადგილას უწევთ ხეების მოჭრა და მისი გამოტანა უჭირთ. კარგი იქნება თუკი ეს საკითხიც მოწესრიგებული იქნება. რადგან, ესეც ერთგვარად ადამიანის უფლებებზე გადის", - აღნიშნა შეხვედრაზე თამუნა ებრალიძემ. 
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა მთავრობის დადგენილების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიას შეეხებოდა, რომელიც 7 წლიან სამოქმედო გეგმას მოიცავს.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლების განმარტებით, ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა  7 წლიან სამოქმედო სტრატეგიას  ითვალისწინებს.  თუმცა, ყოველ ორ წელიწადში ხდება ამ სამოქმედო გეგმის გაახლება. მათივე თქმით, ეს უკანასკნელი კი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგად ხორციელდება. 
თავის მხრივ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საფუძვლად დაედო სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომს ჰამარბერგის ანგარიში - სახელწოდებით "საქართველო გარდამავალ" პერიოდში.
ზემოთ აღნიშნული სტრატეგიის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის  30 აპრილს დაამტკიცა 7  წლიანი  საქართველოს  ადამიანის უფლებების  დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020წლები), რომელიც აყალიბებს  სახელმწიფოს  გრძელვადიან ხედვას  ადმიანის უფლებების  პატივისცემის  საერთო ღირებულებებისა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის  უზრუნვლყოფის შესახებ. 

Print