ახალი ამბები
გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახალი კომპანია შეასრულებს
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებაზე ახალი კომპანია იმუშავებს.

საქართველოს კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ კომპანია ,,ბაგინეთი+" შეარჩია. აქამდე მომუშავე კომპანიები კომპანიები "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007" კი 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

"სახელმწიფო ამაში თანხას არ დახარჯავს. თანხას სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები გადაიხდიან, ,,ბაგინეთი+" კი სამუაობის უშუალო მწარმოებელი იქნება.არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება",-
განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ. 

კომპანია ,,ბაგინეთი+"  2019 წელს სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში იყო ჩართული. 

გელათის მონასტერში წყალი სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში ჩავიდა. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები. ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ამ დრომდე ცვივა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


Print