ახალი ამბები
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში მუშა გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა ,,ამბიკონ სტილსში" მუშა გარდაიცვალა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მუშის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ კომპანიაში, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, 48 წლის მამაკაცი მაშინ დაიღუპა, როდესაც ქარხანაში მეტალის დნობისას გადმოსული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გამონაბოლქვით ინტოქსიკაცია სახელდება. სხვა ვერსიით კი ის ამწე კრანით ადიოდა, რა დროსაც გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე  გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. 

მეტალურგიულმა ქარხანა „ამბიკონ სტილს“-მა მუშაობა 2019 წლის იანვარში, ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში არსებულ შპს „ევრაზიან სტილს“-ის კუთვნილ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე დაიწყო, რომელიც ბოლო 6 წლის განმავლობაში უფუნქციოდ იყო მიტოვებული.


ავტორი: ანა ჯიქია




Print