ახალი ამბები
ქუთაისში სტუდენტებისთვის სატრანსპორტო მომსახურებაზე შეღავათების დაწესება იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, სატრანსპორტო მომსახურებაზე  შეღავათების დაწესების მოთხოვნიდან ერთი წლის თავზე საკრებულოში საკითხის განხილვა ახლა იწყება.

გასული წლის იანვარში სტუდენტებმა  შეღავათების მოთხოვნით განცხადება მერიაში ხელმოწერებთან ერთად წარადგინეს, თუმცა მაშინ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ინიციატივას ახლა ქუთაისის საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე წარუდგენს. მისივე თქმით, საშეღავათო ტარიფებით ქუთაისში რეგისტრირებული სტუდენტების გარდა, სხვა რეგიონების სტუდენტებიც ისარგებლებენ. 

"ინციატივას თვის ბოლო ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე წარვადგენ. ეს ეხება სტუდენტებისათვის საშეღავათო ტარიფების უზრუნველყოფას. საჭიროა ბიუჯეტში გამოინახოს თანხები, ასევე არსებობს კიდევ სხვა სერვისები და ყველა მიმართულება უნდა განვიხილოთ. ეს იქნება ღია და გამჭვირვალე პროცესი. პროგრამა უნდა იყოს ყველასთვის და ბუნებრივია, ვერ გავყოფთ სტუდენტებს ქუთაისელ და სხვა მუნიციპალიტეტების სტუდენტებად", - განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

საკრებულოს ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ოთარ ლორთქიფანიძის განცხადებით, შეღავათების დაწესებას აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა აფერხებდა.

მისივე განცხადებით, საშეღავათო პროგრამა სავარადუდოდ, დაახლოებით 5 ათას სტუდენტს შეეხება, საიდანაც 4 ათასამდე ადგილობრივია.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჯერ არ იციან რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს სტუდენტებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება.

წერეთლის უნივერსიტეტში 10 ათასამდე სტუდენტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტში -  246, ხოლო ქუთაისის უნივერსიტეტში 400 -მდე  სტუდენტი ირიცხება. 

ავტორი: ანა ჯიქია 





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.