ახალი ამბები
Wizzair -მა ფრენების განახლება მარტის თვემდე გადადო
12:41 / 18.01.2021
Wizzair -მა საქართველოდან ფრენები მარტის
თვემდე გადადო.
გადადებულ ფრენებს შორისაა, რიგის და დორტმუნდის მიმართულების
რეისებიც.
დღეის მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს
მიმართულებით ფრენების, მინიმუმ, მარტამდე არ განაახლებს.
განრიგით, Wizzair-ი მარტის
დასაწყისიდან აპირებს რეისების შესრულებას ქუთაისი-დორტმუნდის,
ქუთაისი-რიგის, ქუთაისი-ვარშავის და ქუთაისი-აბუ დაბის საჰაერო
ხაზზე.
ქუთაისიდან ვენის, ლარნაკის, ათენის, ბუდაპეშტის და ვილნიუსის
მიმართულებით ფრენები მარტის ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო მაისიდან -
პრაღის, ტალინის, ბერლინის, მემინგენის, თესალონიკის, რომის, მილანის,
გდანსკის, კატოვიცეს, კრაკოვის, პოზნანის, ვროცლავის მიმართულებით. ეს
12 მიმართულება სავარაუდოდ მხოლოდ მას შემდეგ აღდგება, რაც
Wizzair-ი
ქუთაისის აეროპორტში ბაზას დააბრუნებს.
ქუთაისი-რიგის რეისები ნოემბერში განახლდა, ხოლო დორტმუნდის
მიმართულებით, Wizzair -მა
რამდენიმე ფრენა დეკემბერ-იანვარში შეასრულა.
Wizzair-ს
ქუთაისის ბაზაზე დაბრუნება 2021 წლის გაზაფხულის სეზონზე
აქვს დაანონსებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო Wizzair-მა რეგულარული
ავიარეისების შესრულება მარტში შეწვიტა.
საქართველოში ფრენები მარტში აიკრძალა, 2020 წლის აგვისტომდე
რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.
ამავე თემაზე:
Wizz Air-ის დაბრუნება და „წართმეული ტურიზმის“ დაბრუნების
მოლოდინი
მასალის გამოყენების პირობები