ახალი ამბები
ქუთაისელმა სპორტსმენმა ბექა ლომთაძემ საფრანგეთის გრან პრი მოიგო
FaceBook
ნიცაში, ანრი დეგლანის სახელობის გრან პრიზე ქუთაისელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ბექა ლომთაძემ 61 კილოგრამით წონით კატეგორიაში ოთხივე შეხვედრა მოიგო. ფილნაში ბელგიის  წარმომადგენელ აიუბ მუსაევს 8:1 მოუგო და საფრანგეთის გრან პრის გამარჯვებული გახდა.

"კარგი ტურნირი იყო, სადაც მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები მონაწილეობენ. ოთხი შეხვედრა ვიჭიდავე და ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგე. ჩემთვის ეს იყო სტარტი ევროპის ჩემპიონატისთვის",
- აღნიშნა ბექა ლომთაძემ.

სპორტსმენისთვის გრან-პრის მოგება პანდემიის პირობებში გასაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას და მის მეგობრებს ტურნირებისთვის მომზადება ფაქტიურად დამოუკიდებლად უწევთ.
ისინი მწვრთნელებისგან მითითებებს დისტანციურად იღებდნენ.

,,სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობთ. დისტანციურად ვართ, სხვა სპორტსმენებთან შეხება არ გვაქვს და ეს კარგი არ არის, თუმცა ვცდილობთ ჩვენი მაქსიმუმი ჩავდოთ ამაში და შედეგიც დავდეთ", - ამბობს ბექა.

ბექა ლომთაძესთან ერთად საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ცხრა მედლის მოპოვება მოახერხა. აქედან 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.
Print