ახალი ამბები
ქვეყნის მასტშაბით კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა  შემცირდა.
24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 110  შემთხვევა გამოვლინდა. აქედან იმერეთის რეგიონში - 5 ახალი ინფიცირებულია.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, აქედან იმერეთშია - 704.

იმერეთის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია ცხრა ადამიანი. თვითიზოლაციაში - 2 488.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 პისიარ ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.
Print