ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს, 18 იანვარში მთელი დღის განმავლობაში მოსლოდნელია წვიმა, საღამოს საათებში შესაძლებელია მოთოვოს.

ხვალ, 19 იანვარს იმერეთის რეგიონში მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მთაში -5-მდე, ხოლო მაღალ მთიანმ რეგიონებში -10-მდე.

ამინდის მოკლევადიანი სინოპტიკოსების თქმით, თოვლიანი ამინდები შენარჩუნდება 21 იანვრის ჩათვლით.

21 იანვარს გაძლიერდება ყინვა, მთაში - 40  ნავარაუდევი.

22 იანვრიდან მოსალოდნელია გამოდარება, ხოლო კვირის ბოლოს 24 იანვარს შესაძლოა ტემპერატურამ მოიმატოს 12 0-მდე.


Print