ახალი ამბები
სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია.

დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სამტრედიაში ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე მამაკაცს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებილი. დაშავებული ქუთაისში კლინიკაშია მოთავსებული.

მას ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.





Print