ახალი ამბები
ქართული თეატრის დღე დაპაუზებული თეატრებით
FaceBook
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. 

ამ დღეს საქართველოს თეატრები დაპაუზებულ მდგომარეობაში შეხვდნენ. ისინი თავიანთ ფეისბუქგვერდებზე მხოლოდ მილოცვით შემოიფარგლნენ. 

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული რეგულაციების გამო თეატრები ვერ ახერხებენ თეატრების შენობაში რეპეტიციების ჩატარებას. 

ქუთაისში არსებულ სახელმწიფო თეატრებში სპექტაკლებზე მუშაობა ამჟამად არ მიმდინარეობს. 

მიუხედავად იმისა, რომ თეატრებმა შექმნეს გარე სივრცეები და მოერგნენ ახალ რეალობას, რეგულაციების დაწესების, ამინდების გაუარესების თუ სხვა სუბიექტური მიზეზით, ამ სივრცეებში მხოლოდ სეზონის გახსნა მოასწრეს. 

სახელდახელოდ შექმნილი და მოწყობილი თეატრალური სივრცეები არ გამოუყენებიათ.

თეატრები ვერ/არ იყენებენ ვერც ონლაინ სივრცეს. როგორც ახალ პლათფორმას ახალი თეატრისთვის. 

ინტერნეტსივრცე უმეტესად ძველი სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებს ეთმობა.  

თეატრები უმოქმედო მდგომარეობაში, მოლოდინის რეჟიმში რჩებიან.  

საქართველოში ქართული თეატრის დღის აღნიშვნას უკვე 171 წლიანი ტრადიცია აქვს. იგი 1850 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც პირველი სკოლის შენობაში, გიორგი ერისთავის კომედიის "გაყრა" პრემიერა შედგა. 


მთავარი ფოტო - თეატრალური სივრცე მესხიშვილის თეატრის ეზოში
Print