ახალი ამბები
ქუთაისში პიროტექნიკით არასრულწლოვანი დაშავდა
FaceBook
ქუთაისში, 13 იანვარს  პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა.

აქედან ერთი არასრულწლოვანია.

"ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება, მეორე მამაკაცია და გულ-მკერდის არეში ჭრილობა აქვს. ორივე გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში",
- ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორი მაია რუხაძე.

ახალი წლის დღეებში ქუთაისში ჯამში ექვსი ადამიანი დაშავდა. აქედან ერთი გარდაიცვალა.

მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
Print