ახალი ამბები
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
FaceBook
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

ამ თარიღის აღნიშვნა ქვეყანაში 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც გამოცხადდა ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო  ეროვნულ დროშის ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ 14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს.

"ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების.

თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეშიჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავესდა დღესაც განასახირებს საქართველოსდამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირსებულებებს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ.

14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონეადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს",- ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში. 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას მოქალქეები აივნებიდან დროშების გამოფენით უერთდებიან.
Print