ახალი ამბები
1 თებერვლიდან ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველი თებერვლიდან ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება.

მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით ქვეყანაში ვითარების "სრული სტაბილიზაცია შეინიშნება".

"საახალწლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენად ეფექტურები ვიყავით და შევძელით შეგვესრულებინა ყველა ის დადგენილი მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას სავაჭრო ობიექტებში. დავხვეწეთ მიდგომები და გვაქვს ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი. პირველი თებერვლისთვის ვგეგმავთ გაიხსენება სავაჭრო ცენტრები და მოლები. ამის შემდეგ გვექნება საუბრები ბიზნესის დანარჩენ წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული სავაჭრო ქსელებში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 


რაც შეეხება ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, მისივე განცხადებით, ამაზე მსჯელობა იანვრის ბოლოს გაიმართება. 

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. რაც გულისხმობს მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვას თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;  დახურულია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები. 
Print