ახალი ამბები
სამტრედიაში მაშველებმა მწყემსები გადაარჩინეს
FaceBook
იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ 4 მწყემსი მდინარე რიონის მეორე ნაპირიდან უვნებლად გამოიყვანეს.
უხვი ნალექის გამო ისინი სამტრედიაში, სოფელ გომში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე დარჩნენ და დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. 

მათ, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარის მეორე მხარეს საძოვრებზე პირუტყვი ჰყავდათ. ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა, რის გამოც მათი გამოყვანა გართულდა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის ტერიტორიაზე, რიონის მარცხენა სანაპიროზე არსებული საყანე ფართობი, მდინარის ადიდების შედეგად დაიტბორა. 

იმერეთის მუნიციპალიტეტებში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. რთული მდგომარეობაა იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში. ხარაგაულში ადიდებულმა მდინარე ძირულამ დატბორა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, ბორითის თემში წაიღო დროებითი ხიდი, რის გამოც შეფერხდა სამანქანო გზით გადაადგილება, მოვარდნილმა ღვარცოფებმა და მეწყერულმა წარმონაქმნებმა დააზიანა საუბნო გზები.

სამტრედიაში, ბაშში საკარმიდამო ნაკვეთები და 10-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 6 სოფელში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები. ელეტქროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა მოსახლეობის უმეტესობას

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაცით, ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია და მიმდინარეობს დათვლა.

яндекс
Print