ახალი ამბები
წვიმისგან დაზიანებული კედლები ბაგრატის ტაძარში (ვიდეო)
FaceBook
ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის.
მსოფლიო მნიშვნელობის შუა საუკუნეების ნაგებობაში წვიმამ გუმბათიდან და მარჯვენა მხარის სარკმლიდან შეაღწია. ეს ტაძარში წყლის ჩასვლის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, თუ აქამდე წყალი მხოლოდ გუმბათიდან ჩადიოდა, დღეს წვიმამ ტაძრის მარჯვენა კედელი და სარკმელი დააზიანა.


"ახლა ქართან ერთად წვიმდა და ფანჯრიდანაც შემოვიდა. ადრე ასე მასშტაბური შემთხვევა არ ყოფილა",- ამბობენ ტაძრის მსახურები.

ბაგრატის ტაძარში არ არის ფრესკები, შესაბამისად, ამ მხრივ მას საფრთხე არ ემუქრება.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარესტავრაციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო, რომლის ნაწილიც ის 1994 წლიდან იყო.

Print