ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 143 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდკლინიკებში 730 პაციენტი მკურნალობს. აქედან 198-ის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება -34, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია - 8, კლინიკურ სასტუმროში -24, თვითოზოლაციაშია 2 552 მოქალაქე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევა. ჯამში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 229-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 617 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა გაიზარდა 225 335-მდე.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს2 773 პირი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print