ახალი ამბები
მკვლელობა ხარაგაულში - ბრალდებული დაკავებულია
12:35 / 10.01.2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 9
იანვარს მკვლელობა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის,
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული
ვ.კ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9
იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში, შურისძიების
მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობელს - 1963 წელს დაბადებულ
ნ.ბ.-ს ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში
მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
,,სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე
საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი
ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე
მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. Roksa
მასალის გამოყენების პირობები