ახალი ამბები
"ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, სამოქალაქო აქტივსებმა სასულიერო პირების მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებები გააპროტესტეს.

ისინი ხელისუფლებას და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ქუთაისისთვის უცხოა ანტისემიტიზმი და ეს ქალაქი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს მეგობრობა. ამიტომ მიუღებელია, მსგავსი განცხადება, მით უფრო მეუფის მხრიდან. მათი თქმით, ანტისემიტური განცხადებები და დაპირისპირება მეზობელ სახელმწიფოსთან, მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.


2020 წლის 20 დეკემბერს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადები გააკეთა; მოგვიანებით, იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზმა ილია კარკაძემაც გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.

28 დეკემბერს ამ ფაქტთან დაკავშირებით TDI-მ განცხადება გამოაქვეყნა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი.

საპასუხოდ, 2021 წლის პირველ იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ TDI ცდილობს ,,შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში".
საკითხის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიას გამოეხმაურნენ დიპლომატები და ებრაული თემის წარმომადგენლები. შემაშფოთებელია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას შეფასება. 29 დეკემბერს ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება.

4 იანვარს საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება ,,სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია".

3 იანვარს იოანე-გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია "ისრაელის სახლი" და მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების" მცდელობად შეაფასა.
Print