ახალი ამბები
რეზო გაბრიაძის ანიმაცია „ჰარი-ჰარალე დედაო“ Netflix -ზე დაიდო
FaceBook
პოპულარულ სტრიმინგ სერვისზე Netflix ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი REZO დაიდო. 

თუმცა ორიგინალში მისი სახელია ,,ჰარი-ჰარალე, დედაო“ ?” ინფორმაციას filmmaker.ge ავრცელებს
ფილმის პრემიერა პირველად ქუთაისში, თეთრ ხიდზე სახელდახელოდ მოწყობილ ეკრანზე გაიმართა. პრემიერას თავად ავტორიც ესწრებოდა.

ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი რეზო გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე.  ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში " REZO-ს სახელით ჩაეშვა. 

"ფილმი რეზო გაბრიაძის ტექსტებზე დაყრდნობით შეიქმნა. რომელიც არ იყო მხოლოდ მწერლის ბიოგრაფია. ფილმი ქუთაისის და მისი მცხოვრებლების ისტორიასაც ყვებოდა.
რეზო გაბრიაძის შემდეგ ქუთაისი სხვანაირი გახდა",  - აღნიშნეს ფილმის პრემიერაზე.

თუმცა,  არა მარტო ქუთაისი. რეზო გაბრიაძემ ქართული კინოს სახეც განსაზღვრა.

მან 40-ზე მეტ ფილმზე იმუშავა.მისი სცენარების მიხედვით გადაიღეს  "მიმინო", "არ დაიდარდო", "სერენადა", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "პასპორტი", "ქინ-ძა-ძა". გადაღებული აქვს ფილმები "კავკასიური რომანსი", "ლიმონის ტორტი", "მწვერვალის დამპყრობნი".

1981 წელს დაარსა თბილისის მარიონეტების თეატრი, დღემდე არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2004 წელს მინეაპოლისის თეატრში დადგა სპექტაკლი "აკრძალული შობა, ანუ ექიმი და პაციენტი".


Print