ახალი ამბები
ქუთაისში ახალი წლის ღამეს დაშავებული ქალი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისის კლინიკაში პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც ახალი წლის ღამეს უმისამართოდ ნასროლი ტყვია მოხვდა.
შემთხვევა, გელათის ქუჩაზე მოხდა და ქალს დაზიანება თავის არეში ჰქონდა.

ადგილობრივების თქმით, დალი ქაშმაძე აივანზე იდგა, რა დროსაც ტყვია მოხვდა, ის ჭრილობით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა და გუშინ გარდაიცვალა.

დაზარალებულს ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print