ახალი ამბები
თერჯოლაში იარაღის უკანონო შეძენა - შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook
პოლიციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში ერთი პირი დააკავა.
1990 წელს დაბადებულ და წარსულში ნასამართლევ რ.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 29 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
Print
თეგები: #თერჯოლა #შსს