ახალი ამბები
ქუთაისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციის გამო რამდენიმე ქუჩა ჩაიკეტება
FaceBook
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის ახალი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს.
აღნიშნულის გამო, 11 იანვრიდან 15 თებერვლამდე, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეწყდება შპს "გურმანიდან" მე-12 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე. ჩაიკეტება ფოთის ქუჩაც. ინფექციურ საავადმყოფომდე მისვლა შესაძლებელი იქნება არხის ქუჩის გავლით.

11 იანვრიდან მოძრაობა აღდგება წერეთლის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც აქამდე იყო დაკეტილი - ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან შპს "გურმანამდე".


Print