ახალი ამბები
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე სროლა იყო
FaceBook

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე გვიან ღამით სროლა იყო.


ფაქტის შესახებ პოსტი ხატია ახალაიამ დაწერა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ფაქტზე არ საუბრობენ ადგილობრივები, ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყვეს.

მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მარლთსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ინციდენტში მონაწილე პირები.

 

Print
თეგები: #ბუხაიძე #შსს