ახალი ამბები
ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 700 000 ლარის ცვლილება შევიდა
FaceBook
ქუთაისის მერიას ადმინისტრაციულ ხარჯებში 6 000 ლარი დაემატა. აღნიშნული თანხა მუხნარის მართვის ტერიტორიული ორგანოს შენობის გადასახურად დაემატა.

28 ოქტომბერს საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ასევე, თანხები დემატა ქუთაისის ოპერის თეატრსაც (5 000 ლარი).

170 00 ლარი დაემატა გარეგანათების ექსპლუატაციას. გზებისა და ხიდების რეკონსტრუქცის ხარჯებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 542 000 ლარით გაიზარდა. ასევე, კულტურული ღონისძიებებისთვის მოხდა 1 500 ლარის დამატება.

ხოლო საფეხბურთო კლუბ "ტოპრედოს" დაემატა 400 000 ლარი.

სამაგიეროდ, ქალაქის გენერალური გეგმის შედგენისთვის განსაზღვრულ თანხას გამოაკლდა 1000 ლარი, ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის პროგრამას - 3 000 ლარი, საგზაო ნიშნების დამონტაჟების, მაგისტრალების მონიშვნითი სამუშაოების და ფირნიშების დამზადებას - 3000 ლარი.

საერთო ჯამში, 28 ოქტომბერს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტში 700 000 ლარის ცვლილება შევიდა.

Print