ახალი ამბები
საშობაო მსვლელობა ტრადიციული ფორმით არ გაიმართება
FaceBook
პანდემიის გამო ქუთაისში საშობაო მსვლელობა ტრადიცული ფორმით არ გაიმართება.

,,ალილო" ქუთაისში, ისევე როგორც სხვაგან, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით სახეცვლილი ფორმით გაიმართება. სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

,,"ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.
ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და  შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები..." - აღნიშნულია საპატრიაქროს განცხადებაში.

წლებია, 7 იანვარს საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულელებში რიგდება.

ქუთაისში საშობაო მსვლელობა გასულ წლებში მერიის ადმინისტრაციული შენობიდან ცენტრალური მოედნის მიმართულებით იმართებოდა. მასში მონაწილეობას სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად საბავშვო ფოლკლორული ანსამბლი "ნაი ნაის" წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის რწმუნებულის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია


Print