ახალი ამბები
იმერეთში ხანძრის 18-ივე კერა ლიკვიდირებულია
FaceBook
იმერეთში  ხანძრის 28-ივე კერა ლიკვიდირებულია.
გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა   წყალტუბოს სოფელ მაღლაკში ბალახის  საფარს. ასევე, ცეცხლი გაუჩნდა ხის სააქმროს. 

საგანგებო სამსახური იმერეთში გაჩენილი ხანძრის  გარდა სხვადასხვა რეგიონებშიც ებრძოდნენ ხანძრის კერებს, რომელთა დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. 

საგანგებო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 500-ზე მეტმა მეხანძრე-მაშველმა  105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

სამეგრელოში – 77 კერიდან 74 ლიკვიდირებულია, სამზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

რაჭაში – ორი კერიდან ერთი ლიკვიდირებულია, ერთზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში – ერთ კერაზე მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში – 18 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

გურიაში – 7 კერიდან ყველა ლიკვიდირებულია.

კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალ-ბარდს და მინდორს. ასევე, დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისთვის, აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე იყო საფრთხე მინდვრიდან ხანძარი საცხოვრებელ სახლს ან ტყის მასივს გადადებოდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print