ახალი ამბები
საქართველოს პატრიარქს 88 წელი შეუსრულდა
10:13 / 04.01.2021
დღეს, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის
დაბადების დღეა.
მას 88 წელი შეუსრულდა.
დღეს საკათედრო ტაძრებში ილია მეორის იუბილესადმი მიძღვნილი
წირვა-ლოცვა არ აღევლინება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოში განუცხადეს, როგორც წესი,
ღვთისმსახურება საკათედრო ტაძრებში ყოველდღიურად სრულდება. თუმცა,
მათივე ინფორმაციით, დღეს საკათედრო ტაძრებში ჩატარებულ წირვა-ლოცვას
არც პარტრიარქი და არც მისი თანამოსაყდრე მეუფე შიო არ დაესწრება.
ილია II (ერისკაცობაში — ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი)
1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია
ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ
იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის
ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა
იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში;
1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად;
1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი;
1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ
იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად; 25 დეკემბერს სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია
მეორის ინტრონიზაციიდან 43-ე წლისთავი აღინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები