ახალი ამბები
გიორგი გახარია - 2021 წელი იქნება უკეთესი მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი
13:04 / 01.01.2021
მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი
წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს
- საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს -
ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს, -
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ
საახალწლო მილოცვისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა
განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნების
ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო
ევროპულ ოჯახში.
"ვულოცავ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მასწავლებლებს, საჯარო
მოხელეებს - ყველას, ვინც დაუღალავად შრომობს ქვეყნის უკეთესი
ხვალინდელი დღისთვის. ვულოცავ ბავშვებს, რომლებსაც ასე ახარებთ ახალი
წელი. ვულოცავ ჩვენს უფროს თაობას, - მინდა იცოდეთ, რომ თქვენ
განსაკუთრებულად გიფრთხილდებით.
ერთიანობა დაგვაძლევინებს ყველა განსაცდელს და მიგვიყვანს ქართველი
ხალხის დიდი ხნის ოცნების ახდენამდე - საქართველო დაიმკვიდრებს
საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს, რომელიც იქნება უკეთესი
მომავლის, ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი!
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!", - განაცხადა გიორგი
გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები