ახალი ამბები
ზესტაფონში, გაზის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook

ზესტაფონში, ქვედა საზანოში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა.


რამაც სახლის ნგრევა გამოიწვია. შემთხვევისას  სახლში  სამი ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველებმა ორი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, ხოლო ერთი გარდაიცვალა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აფეთქებას ხანძარი არ მოყოლია.  ადგილზე, ამ დრომდე ადგილზე სამაშველო  ჯგუფი მუშაობს. 


 

Print