ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებულები 500 ლარს მიიღებენ
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაგან ერთს მაინც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მერიისგან 500  ლარს მიიღებენ.

გარდა სარეიტინგო ქულების შესაბამისობისა, საჭიროა წყვილი რეგისტრირებული იყოს ქუთაისში და  მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც ქუთაისი იყოს.  ამისთვის მერიამ ბიუჯეტში 5000 ლარი გამოყო.

"ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისება"
- ასე ჰქვია ახალ პროგრამას, რომელიც  ახალშექმნილი ოჯახების ერთჯერადად მხარდაჭერას გულისხმობს, თუმცა, თუ ბიუჯეტში ამ მიზნით გამოყოფილი თანხის რაოდენობით ვიმსჯელებთ, 500 ლარის  მიღებას მხოლოდ 10 წყვილი შეძლებს.

იმისთვის, რომ წყვილმა თანხა მიიღოს, საჭიროა ქორწინებიდან არაუგვიანეს 30 დღისა წერილობით მიმართოს ქალაქის მერს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს წყვილის პირადობის მოწმობები, ქორწინების მოწმობა და საბანკო რეკვიზიტები.

პროგრამა უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ 30 დეკემბერს დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 60 086 500 ლარით განისაზღვრა. წელსაც, მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები ისევ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებებია.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია 2021 წელს ოჯახების შექმნის წახალისებას გეგმავს
Print