ახალი ამბები
31 დეკემბრის ღამე ქუთაისში ფოიერვერკისა და კონცერტის გარეშე ჩაივლის
FaceBook
ახალი წლის ღამეს ქუთაისში გალა კონცერტი არ ჩატარდება.

12 საათზე არ იქნება არც ფოიერვერკი. ქუთაისის მერიამ ღონისძიებები პანდემიის გამო გააუქმა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ თანხა მხოლოდ ნაძვის ხის მოსართავად და საახალწლო განათებებისთვის დახარჯა, თუმცა, შეზღუდული ღონისძიებების პირობებში,  ადგილობრივ ბიუჯეტს საახალწლო მორთულობა მაინც სოლიდური თანხა 156 000 ლარზე მეტი დაუჯდა.

წელსაც საახალწლო განწყობა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგრძნობა. უკვე აწყობილია ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც წელს ბაგრატის ტაძრის ორნამენტებით გააფორმეს.



როგორია საახალწლოდ განათებული ქუჩები, ფოტოები ნახეთ აქ:
Print
თეგები: #ახალი წელი