ახალი ამბები
"ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრება უახლოეს საათებში"
FaceBook
კომპანია "ზიმო", უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს,
სამშენებლო მოედანზე დასაქმებულების პროტესტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კომპანია „ზიმოს“ განცხადება მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით.  დღეს ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო მოედანზე დასაქმებული ადამიანების პროტესტის თაობაზე.

პროტესტი ეხებოდა დამლაგებლებისთვის და დაქირავებული მუშებისთვის ხელფასების დაგვიანებას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით და დაკვეთით სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია „ზიმო“, რომლის ქვეკონტრაქტორია ფირმა “D&T”.

სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი და დამფინანსებელია ფონდი „ქართუ“. ფონდ „ქართუს“ სრულად აქვს შესრულებული ყველა ვალდებულება, როგორც დამკვეთს, მათ შორის გადახდილია თანხები დღეის მდგომარეობით შესრულებული ყველა სამშენებლო სამუშაოსთვის.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის წინ შეკრებილი ადამიანები უშუალოდ არ წარმოადგენენ არც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“-ს, არც ფონდი „ქართუს“ და არც კომპანია „ზიმოს“ თანამშრომლებს ან/და დაქირავებულ პირებს, კომპანია „ზიმოსა“ და სამშენებლო კომპანია „D&T”-ს შორის უკვე შედგა კომუნიკაცია, რის შედეგადაც ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოიფხვრება უახლოეს საათებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

ქუთაისიპოსტთან საუბარში საერთაშორისო უნივერსიტეტი დასუფთავების სამსახურში დასაქმებული თეონა დევიძე ამბობს, რომ კუთვნილი ხელფასი ორი თვეა არ აუღია. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ


Print