ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გახდა.
იგი ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. დეპუტატებმა საკრებულოს ახალი ხელმძღვანელი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ირაკლი შენგელიას თავმჯდომარის პოსტზე არჩევას მხარი 16-მა დეპუტატმა დაუჭირა.  იგი ბიულეტინში ერთადერთი კანდიდატი იყო.

ირაკლი შენგელია ამ პოსტზე მას შემდეგ აირჩიეს, რაც 2019 წლის 3 დეკემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ნიკა ლატარიამ დატოვა.

Print