ახალი ამბები
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გარეშე, აპლოდისმენტების ფონზე დაამტკიცა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის დამტკიცებას არ დასწრებია ოპოზიცია.  მათ არც დოკუმენტის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა 60 086 500 ლარია.

54 მილიონ ლარს შეადგენს შემოსავლები, გადასახადები 44 მილიონი ლარია, აქედან 9 მილიონი ლარია ქონების გადასახადი, დღგ 3.5 მილიონი ლარი, გრანტი შეადგენს 736 000 ლარს, სხვა შემოსავლები კი 8 მილიონი ლარია
.
Print