ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 301 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, იმერეთში კორონავირუსის 301 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში ჯამში 1 055 პაციენტი მკურნალობს. აქედა მძიმეა - 209, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება -52, კლინიკურ სასტუმროში მკურნალობს 85 მოქალაქე, ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 პირი. იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში რჩება 3660 ადამიანი. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 738 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 225 893-ს შეადგენს. 

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე. 


კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 2 481 პაციენტი ემსხვერპლა.
Print