ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა ჟონეთში საპროტესტო აქცია გამართეს
FaceBook
რიონის ხეობის მცხოვრებთა ნაწილმა ჟონეთში კონტრაქცია გამართა.

ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია "ენკასთან"  შეკრებილებმა,  ჰესის მშენებლობის გაგრძელება მოითხოვეს. ისინი არ ეთანხმებიან მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლებს, რომლებიც ხეობაში 105 მეტრიანი კაშხლის აშენებას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე შეკრებილების თქმით, კომპანიას აქვს რამდენიმე დასკვნა წარმოდგენილი, რის საფუძველზეც მათ სჯერათ, რომ ჰესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"არის გეოლოგიური დასკვნები, ბევრი დასკვნა აქვს წარმოდგენილი და არის უსაფრთხო. ჩვენ მოვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დასაქმდნენ ადამიანები",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ოთარ ასათიანი.

რიონის ხეობაში ადგილობრივები მე-60 დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტერიტორიას ღამითაც არ ტოვებენ და კარვებში რჩებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.



ამავე თემაზე:

მთავრობის კანცელარიასთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს


პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად
Print