ახალი ამბები
ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება - გიორგი გახარია
FaceBook
ველით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია ასევე წყლის გადასახადის მატებაც თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში.

"ამ დროისთვის ჩვენს პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს ელქტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც როგორ საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოაგდოება ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავის ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსნებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, ეს მეთოდოლოგიის ცვლილება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული, თუმცა, ეს დღეის მდგომარეობით არის ფაქტი. ამიტომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდენელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე. ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე ,რუსთავსა და მცხეთაზე," - განაცხადა გახარიამ.

თუმცა, მისივე თქმით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, რადგან გაზრდილ საფასურს სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

"საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის", -  განაცხადა გახარიამ.

ელექტროენერგიაზე ტარიფი ძვირდება. ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით".
Print