ახალი ამბები																												
					
				
										
											სემეკი დღეს ელექტროენერგიის ტარიფზე იმსჯელებს									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									11:20 / 29.12.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)
კომპანიების - სს „თელასის“,
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს
„რუსთავის წყალის“ მიმართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით
დღეს, 29 დეკემბერს, 9:00 საათზე, საჯარო სხდომაზე განიხილავს.
როგორც სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სემეკი
მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის
საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, მის შესახებ
საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას.
"ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით
დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს
დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ
დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში
შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან
დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა.
სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად
დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი
მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
 This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
 .“,- ნათქვამია ინფორმაციაში.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები