ახალი ამბები
Მეცნიერება კაპიტანია - სტენსილი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლი სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელი მოხატეს.

სასწავლებლის ყოფილი მწვანე დარბაზის ადგილას ევროპული სივრცე მოეწყო. სწორედ, ამ სივრცის ნაწილია  Სტენსილიც.




Სტენსილიც და ევროპული სივრცეც პროექტის (კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია) ფარგლებში შეიქმნა.

Მეცნიერება კაპიტანია, თავის მხრივ, ფესტივალის "ევროპულ მკვლევართა ღამის" პროდუქტია.

"ევროპელ მკვლევართა ღამე" ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელსაც საქართველო და ქუთაისი წელს პირველად შეუერთდა.

ფესტივალი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ასეულობით ქალაქში ერთდროულად იმართება.

რეგიონის ქალაქების შერჩევა  სახელმწიფო უნივერსიტეტების მდებარეობის მიხედვით მოხდა. ღონისძიება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს რეგიონალური სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური პოტენციალის ჩვენებას ფართო საზოგადოებისთვის.

ფესტივალი ნოემბრის ბოლოს ონლაინ ფორმატში გაიმართა.

ქუთაისის სახელმწიფო უნიევრსიტეტი ამ პროექტში სხვა ფორმითაც ჩაერთო. უნივერსიტეტმა საკუთარი სამეცნიერო კვლევები წარადგინა ე.წ. Სამეცნიერო პიკნიკის ფორმატში.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ესკიზების კონკურსი. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული, რომლებმაც თბილისისა და რეგიონების უნივერსიტეტების ევროპული სივრცეები მოხატეს.

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელი ახალგაზრდა მხატვარმა, ვაჟა კავლელაშვილმა მოხატა.

"ამ ნახატში ორი ჩვენგან შორეული, წყლისა და კოსმოსის, სამყაროა წარმოდგენილი. დღეს მსოფლიო ოკეანის ძალიან მცირე ნაწილია შესწავლილი, ასევე, გვაქვს უკიდეგანო კოსმოსი, რომელიც კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელ ფენომენად რჩება. ამ ორ სამყაროს შორის კი ადამიანია, რომელიც ცდილობს ძიების დინებას გაჰყვეს", - ამბობს მხატვარი.

მკვლევართა ღამის ფესტივალს საფუძველი 2005 წელს ჩაეყარა.


Print