ახალი ამბები
მიუსაფარი ცხოველების თოვლის ბაბუა
FaceBook
მაშინ როცა, საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის და ადამიანები შემსუბუქებული შეზღუდვების გამოყენებას საახალწლო სუფრის, მორთულობის თუ სხვა საჭიროებისთვის ცდილობენ,
ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები შენდება.

"გადავწყვიტე საახალწლოდ სუფრას დავაკლო მრავლაფეროვნება და გავულამაზო უსახლკარო ცუგებს ცხოვრება",
- გვეუბნება დავითი, რომელმაც გადაწყვიტა ოთხფეხა მეგობრებისთვის სახლები ააშენოს.

დავითმა კეთილ საქმეში ბიძაშვილიც ჩართო და უკვე სამი ქოხიც ააშენეს. თითო სახლის მოწყობა 100 ლარი უჯდება. ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად, ადამიანებს უნდა შეეძლოთ ცხოველების დახმარება.

მიუსაფარი ძაღლების თოვლის  ბაბუას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს თუ სად დადგამს  მათ სახლებს. 



ოთხფეხა მეგობარი თვითონაც ჰყავს.

ერთი წლის ლაბრადორი. ის ნუცუბიძეების ოჯახის სრულფასოვანი წევრია. დავითი გვიყვება, რომ პანდემიით გამოწყვეულ იძულებით სახლჩაკეტილობის ჟამს მძიმე დღეების გადატანაში ლაბრადორი დაეხმარა. თავის მხრივ, მზრუნველობას და სიყვარულს მეგობარს არც დავითი აკლებდა.





"მინდა სხვა ძაღლებსაც ქონდეთ თავშესაფარი, რადგან გადაურჩნენ ამ ზამთარში გაყინვას".

დავით ნუცუბიძე პროფესიით სტომატოლოგია. პროფესიით არასოდეს უმუშავია. სამაგიეროდ, სამწლიანი გამოცდილება აქვს თურქეთში ე.წ. ძაღლების სასტუმროშო მუშაობის.  მისი საზრუნავი სასტუმროში იგივე თავშესაფარში მიყვანილი ძაღლების მოვლა, გამოკვება და გასეირნება იყო. 

"ასევე, იქ ხდებოდა ჯიშიანი ძაღლების გამრავლება. სასტუმროში მოჰყავდათ ძაღლები და დროებით ტოვებდნენ, როცა მათი პატრონები სადმე მიდიოდნენ. ამაში ისინი დღეში 70 ლირას იხდინენ".

დავითს ცხოველების სიყვარული პატარაობიდან ქონდა. თუმცა, მისმა სამუშაომ უფრო სხვაგვარადაც დაანახა ცხოველებთან ურთიერთობა. ახლა დარწმუნებით, იცის, რომ მიუსაფარ ცხოველებს საკვებზე მეტად სითბო და თბილი დამოკიდებულება ესაჭიროება.

დავითი თვლის, რომ საქართველოში დაცული არ არის ცხოველთა უფლებები. ეს მისი აზრით, საფრთხეს არა მხოლოდ ცხოველებს, არამედ ცხოველებისმოყვარე ადამიანებსაც უქმნის.

"ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო მიდგომასთან ერთად სამოქალაქო ცნობიერებაც ამაღლდეს და ცხოველების მოვლას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ. სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს კანონი, რომ დაიცვან ქუჩაში მყოფი ძაღლები. უნდა გამოყონ ფინანსები, რომ დაურიგდეთ საკვები და კოხტა თბილი სახლები გაუკეთდეთ. ადამიანებმა კი მეტად უნდა შეიყვარონ ქუჩის ძაღლები და არ უყურებდნენ ზიზღით".

დავითი ახლა იმაზე წუხს, რომ არასკამარისი თანხის გამო იმდენი სახლის მოწყობა ვერ შეძლო რამდენიც საჭირო იყო მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისთვის.

თუკი, თქვენც ისევე ზრუნავთ და გიყვართ ცხოველები, როგორ დავითს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამ ნომერზე 599744357.

ავტორი: ანა ჯიქია
Print