ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტული ადგილების აღმნიშვნელი ფირნიში 16 ადგილზე დამონტაჟდება
FaceBook
ქუთაისის მერია ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 38 894 ლარს დახარჯავს.
ამ თანხის სანაცვლოდ ქალაქში ტურისტული მარშრუტების და ისტორიული ძეგლების აღმნიშვნელი ფირნიშები მოეწყობა, რითვისაც მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გამოაცხადა.

ფირნიშები 16 ადგილზე მოეწყობა. ეს ადგილებია:

ჯაჭვის ხიდთან, საგზაო უსაფრთხოების კუნძულის ცენტრში;
გვირაბის თავზე, ყოფილი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ცენტრალურ მოედანზე საათთან;
რკინიგზის სადგურთან;
თეთრ ხიდთან, ანჯაფარიძის სახელობის ბაღის მიმდებარედ;
წითელ ხიდთან;
"მაკდონალდსთან";
გელათის ქუჩის დასაწყისში;
ირ. აბაშიძისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე, პარლამენტის მხარეს;
რუსთაველისა და ირ. აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სუპერმრკეტ "ფუდმარტთან";
ყინულის მოედანთან;
ქვიტირიდან შემოსასვლელში;
ლ. ასათიანისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე;
საფიჩხიის მოედანზე;
ახალგაზრდობის გამზირზე საეკლესიო საავადმყოფოს ასახვევთან;
მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ნოემბრიდან დაიწყება.

Print