ახალი ამბები
ქუთაისს კიდევ 36 ახალი ავტობუსი გადაეცა
FaceBook
ქუთაისს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში,  36 ავტობუსი გადასცა.
ახალი ავტობუსები ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებს.

ქალაქს ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი.

ქუთაისმა ამ პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ 60 ავტობუსი მიიღო. 

სატრანსპორტო საშუალება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის გამო  ტრანსპორტის მუშაობა  28 ნოემბრიდან აკრძალულია. 



ამავე თემაზე:

ქუთაისს 10 ახალი ავტობუსი გადაეცა
Print