ახალი ამბები
ქუთაისში მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში შპს "იმერეთის" თანამშრომლები მეორე დღეს აქციას მართავენ. ისინი  საახალწლოდ მუშაობის უფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

"ლუკმაპურის ფული არ გვაქვს, ამ საახალწლოდ მაინც მოგვცენ მუშაობის უფლება, ახალი წელი რომ გავითენოთ. სხვა სავაჭრო ობიექტები თუ მუშაობს ჩვენ რა დავაშავეთ. ხალხი ისედაც დადის ქუჩაში", - აცხადებენ ისინი. 

მათი თქმით, ბაზრობაზე დისტანციის და ყველა რეგულაციის დაცვა შესაძლებელია, თუმცა მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ.

ისინი რეგულაციების გადახედვას და რამდენიმე დღით მუშაობის უფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა, ხოლო ნაწილი ძალაში დატოვა. მათ შორისაა, ბაზრის მუშაობა, რომელიც უკვე ერთი თვეა აკრძალულია.

დღეიდან რა შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში ნახეთ აქ.


მავე თემაზე:

ქუთაისში ბაზრობის გახსნას ითხოვენ
Print