ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის გავრცელების 281 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
26 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში  ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.


ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა ჯამში შეადგენს 220 508-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარაში - 121, იმერეთში - 281.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, მათგან 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 606,  იმერეთში - 1 134. აჭარაში - 528. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში - 501, აჭარაში - 109, იმერეთში - 234.


Print