ახალი ამბები
სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა კარატინის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა გაასაჩივრა
FaceBook
სამტრედიის საკრებულოს დეპუტატმა,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილმა, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ორი კვირის წინ დააჯარიმეს, ჯარიმა გაასაჩივრა.
მის განაცხადს იმერეთის სამხარეო პოლიცია განიხილავს. დეპუტატის თქმით, თუ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდება შემდეგ სასამართლოს მიმართავს.

ის  აცხადებს, რომ 2000 ლარიანი ჯარიმა უკანონოდ დაუწერეს.

"გასაჩივრებული მაქვს იმერეთის სამხარეო პოლიციაში, ჯერ პასუხი არ მომსვლია. თუ შედეგი არ იქება შემდეგ სასამართლოში მივიტან. კანოდარღვევით დამიწერეს ჯარიმა და სამართალდამცველებს არ უნახავთ ექიმის დასკვნა, რომელიც თან მქონდა",- ამბობს დეპუტატი. სამტრედიის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამუკა ბიბილეიშვილს 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა კი დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.


ამავე თემაზე:

სამტრედიის საკრებულოს ,,ენმ"-ს დეპუტატი კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს



ვტორი: ანა ჯიქია
Print
თეგები: #ჯარიმა