ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის, რეგიონი ვირუსის გავრცელების მასშტაბით მეორე ადგილზეა.

იმერეთში კორონავირუსის 1 196 აქტიური შემთხვევაა, აქედან მძიმეა 239 პაციენტის მდგომარეობა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება - 74 .

რეგიონის კოვიდსასტუმროში იმყოფება 112 ინფიცირებული. საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია -13.

თვითიზოლაციაში იმყოფება 4 887 პირი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 218 724.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 515 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 196 220-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 2 313 გარდაცვალების შემთხვევა.
Print