ახალი ამბები
საახალწლოდ მორთული ქუთაისი (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
ქუთაისი 2021 წლის დადგომას მოკრძალებულად შეხვდება.

31 დეკემბრის ღამეს არ იქნება არც ფოიერვერკი და არც გალა კონცერტი. მერიამ ხარჯები მხოლოდ ნაძვის ხის მოსართავად და საახალწლო განათებებისთვის დახარჯა, თუმცა, შეზღუდული ღონისძიებების პირობებში,  ადგილობრივ ბიუჯეტს საახალწლო მორთულობა მაინც სოლიდური თანხა 156 000 ლარზე მეტი უჯდება.

წელსაც საახალწლო განწყობა მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იგრძნობა. ჯერ არ დასრულებულა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა. ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხე 25 დეკემბერს უნდა აინთოს.

როგორია საახალწლოდ მორთული ქუთაისი, ნახეთ ფოტოები.



რუსთაველის ქუჩა

ფალიაშვილის ქუჩა

თეთრი ხიდი

ტურიზმის ცენტრი

ტურიზმის ცენტრი

ტურიზმის ცენტრი

ფალიაშვილის ქუჩა

პუშკინის ქუჩა

ბალახვანი

ცენტრალური მოედანი


Print