ახალი ამბები
სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა
FaceBook
სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე ქმარმა ცოლს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა მეუღლეს დანა ესროლა, რომელიც ქალს არტერიაში მოხვდა. დაჭრილი სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივებს  მხეიძეების ოჯახში კონფლიქტზე ადრე არაფერი სმენიათ.
შემთხვევა 23 დეკემბერს მოხდა. სამართალდამცავებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. 

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print