ახალი ამბები
რატომ დაკიდა მერიამ შარშანდელი განათება წელს უკუღმა
FaceBook
ქუთაისის მერიამ წელს  ქუჩები კრეატიულად მორთო.

შემოქმედებითი მიდგომა საახალწლო განათებების უკუღმა დაკიდებაში გამოჩნდა.

ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი განათებები ძველია და ის შარშანაც ეკიდა, თუმცა, წელს მერიამ საახალწლო მორთულობას მიმართულება შეუცვალა და უკუღმა დაკიდა. შეცვალა განათებაც და ფერადის ნაცვლად თეთრად გაანათა.
ეს მაშინ, როცა საახალწლო განათებებისა და დეკორაციების ასაწყობად საჭირო მასალების  შესაძენად 128 888 ლარი დაიხარჯა. ძველი დეკორაციებია რუსთაველის ქუჩაზეც. რომელ ქუჩაზე აპირებს ქუთაისის მერია ახლადშეძენილი განათებების მოწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.

განმარტებას არ აკეთებენ არც "ქუთგანათების სერვისში".
ააიპის ხელმძღვანელი მალხაზ ბასილაძე ადასტურებს, რომ საახალწლო განათებები მისმა სამსახურმა მოაწყო, თუმცა, დეკორაციების უკუღმა დაკიდებაზე ამბობს: "მე ვერაფერს გეტყვით ამაზე. გიდასტურებთ, რომ განათებები ჩვენ მოვაწყვეთ. დანარჩენზე მერია თუ მეტყვის, რომ კომენტარი უნდა გავაკეთო, გავაკეთებ" .

სოლიდურ თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ნაძვის ხის გაფორმებაშიც. ძველი ნაძვის ხის განახლება ბიუჯეტს 27 904 ლარი უჯდება.

ჯამში საახალწლო სამზადისისთვის, რაშიც არ შედის კონცერტი და ფოიერვერკი, ქუთაისის მერია
156 786 ლარს ხარჯავს.


ამავე თემაზე:

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი დღეს დაიწყო

რა უჯდება ქუთაისის მერიას ახალი წელი ზეიმის გარეშე

4 950 ლარი მხოლოდ დიზაინში - რა უჯდება ქუთაისის მერიას ძველი ნაძვის ხის განახლება

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე ბაგრატის ტაძრის გამოსახულებიანი ორნამენტებით გაფორმდება
Print